ბორანზე მოქმედი ტარიფები, წესები და რეისების ნაირსახეობები
ბორანს გააჩნია ოთხი ერთეული მცურავი სატრანსპორტო საშუალება. ესენია:
ბორანი-ტივი (დიდი ბორტი )-1 ერთეული
კატამარანი – 3 ერთეული
ბორანი
ბორანი არის თბილისისთვის ტრადიციული მცურავი სატრანსპორტო საშუალება. ბორანზე ეტევა მაქსიმუმ 50 მგზავრი. ბორანით ვასრულებთ რეგულარულ და პრივატულ რეისებს.
- რეგულარული რეისები სრულდება ყოველი წლის ივლისსა და აგვისტოს თვეებში. ასეთი რეისების ცურვის ხანგრძლივობაა 50 წუთი. რეგულარული რეისები სრულდება ყოველდღე 12, 14, 16, 18 და 20 საათზე.
- პრივატულია რეისი რომელიც სრულდება დამკვეთის მიერ მოთხოვნილ დროს და არ ემთხვევა რეგულარულ რეისების შესრულების დროს. პრივატული რეისები არის ორი სახის, ესენია დახურული და დახურვის გარეშე. დახურული პრივატული რეისების დროს არ ხდება უცხო მგზავრების დამატება ბორანზე, ბორანით მთლიანად სარგებლობს კონკრეტული ჯგუფი. პრივატული რეისები დახურვის გარეშე ნიშნავს იმას რომ, ბორანის ადმინისტრაცია იტოვებს უცხო მგზავრების დამატების უფლებას კონკრეტულ ჯგუფში შემავალი მგზავრების გარდა.
- პრივატული რეისები სრულდება სხვადასხვა დროს დამკვეთთან შეთანხმებით. ცურვის ხანგრძლივობის და ფასის განსაზღვრაც ხდება დამკვეთთან შეთანხმებით, ინდივიდუალურად.
კატამარანი
კატამარანი არის მცირე ზომის მცურავი სატრანსპორტო საშუალება. კატამარანზე არის 13 ადგილი. ერთი მგზავრის გასეირნების ღირებულებაა 30 ლარი. ცურვის ხანგრძლივობაა 30 წუთი.
- კატამარანი გასეირნება შესაძლებელია ყოველდღე 10-დან საღამოს 24 საათამდე. კატამარანზე არ გვაქვს რეგულარული რეისები, ვინაიდან ყოველ 10-15 წუთში სრულდება რეისები.
- კატამარანით შესაძლებელია შესრულდეს პრივატული რეისები ინდივიდუალურად დამკვეთის მოთხოვნის შესაბამისად.
ბავშვები 6 წლამდე სარგებლობენ უფასო გასეირნებით (ადგილის გარეშე)
ბავშვები 12 წლამდე სარგებლობენ 50% – იანი ფასდაკლებით
შშმ პირები სარგებლობენ უფასო გასეირნებით, თანმხლები პირი იხდის სრულ ტარიფს.